გამყრელიძე ტიტულოვან გერმანულ კლუბში გადავიდა

AutoSharing Option

საქართველოს ნაკრების 24 წლის გამთამაშებელმა ლაშა გამყრელიძემ გერმანიაში კლუბი გამოიცვალა - 183 სმ სიმაღლის მცველი "მიტელდოიჩერიდან" "გისენში" გადავიდა. შარშანდელ სეზონში გამყრელიძე ბუნდესლიგაში საშუალოდ თამაშში 6,1 ქულას, 1,5 მოხსნას და 3,8 შედეგიან გადაცემას აკეთებდა. ახლა ცენტრალური გერმანიის უძველესი ქალაქის გუნდთან კონტრაქტი 2010/11 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა. ჩვენებური უახლოეს კვირებში სავიზო ფორმალობებს მოაგვარებს და ახალ კლუბს შეუერთდება.
სხვათა შორის, შარშანდელ ბუნდესლიგაში ლაშა გამყრელიძე მეოთხე ადგილზე იყო წუთში საშუალოდ გაკეთებული შედეგიანი გადაცემების მიხედვით. ის მხოლოდ ბრანისლავ რატკოვიცას (ტუბინგენი), კევინ ჰემილტონს (ბრაუნშვაიგი) და ჯარედ

ჯორდანს ჩამორჩებოდა.

აი, რას ამბობს "გისენის" სპორტული დირექტორი და მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ბოგოევიჩი ლაშას შესახებ: "მისი დამატებით გუნდმა მაღალი კლასის კალათბურთელი შეიძინა, რომელსაც დაცვაში და შეტევაში თანაბრად შეუძლია თამაში. გამყრელიძე აგრესიული სტილის კალათბურთელია, კარგი მცველია, მას შეუძლია, მუდმივ წნეხში ამყოფოს მეტოქე. შეტევაში ქართველი სწრაფია, მოედნის კარგი ხედვა და პასი აქვს. მან კარგი გამოცდილება შეიძინა მნიშვნელოვან მატჩებში".
შარშანდელ ბუნდესლიგაში "გიესენი" მე-14 ადგილზე გავიდა 10 მოგებით და 24 მარცხით. სხვათა შორის, გამყრელიძის ახალი კლუბი საკმაოდ ტიტულოვანია, ის ერთადერთი კლუბია, რომელსაც ბუნდესლიგის შექმნიდან (1966) ერთხელაც არ დაუტოვებია უძლიერესთა რიგები. "გიესენი" გერმანიის ხუთგზის ჩემპიონია (1965, 1967, 1968, 1975 და 1978) და სამჯერ ფლობდა გერმანიის თასს (1969, 1973 და 1979).

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული