ზაზა ფაჩულიას 8 ქულა და 7 მოხსნა ჩიკაგოში

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოუქსმა" ჩიკაგოში "ბულსთან" 79:90 წააგო. მეორე მეოთხედში მასპინძლეთა უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა, თუმცა ატლანტელები არ დანებდნენ და მატჩის მოგების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ.

ბოლო მეოთხედში "ქორებმა" ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შესძლეს და საბოლოოდ დამარცხდნენ.

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 37 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 8 ქულა, 7 მოხსნა 2 დაფარება და 1 პასი მოაგროვა. ზაზამ 5-დან 2 ორქულიანი და 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

ატლანტელთაგან საუკეთესო კვლავ ჯოშ სმიტი იყო, რომელმაც
17 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. მატჩის გმირი დერიკ როუზი გახდა, რომელმაც ჩიკაგოელებს 23 ქულით უწინამძღოლა.

ჩიკაგოში წაგების შემდეგ "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე ჩამოქვეითდა. "ქორების" აქტივში 19 მოგება და 13 მარცხია.

ფაჩულიას გუნდი გასვლით ტურნეს 23 თებერვალს, ნიუ იორკში დაასრულებს, სადაც ჩინელ გენიოს ჯერემი ლინით მომძლავრებულ "ნიუ იორკს" დაუპირისპირდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული