მანუჩარ მარკოიშვილმა დახურა!

AutoSharing Option
"სუპერ-მარკოიშვილი" - ასეთი სათაური აქვს საიტ "ბასკეტინსაიდში" გამოქვეყნებულ "ჟალგირისი"-"კანტუს" მიმოხილვას.

მანუჩარმა ევროლიგა 32 ქულით დახურა - მის "კანტუს" მეოთხედფინალში გასასვლელად ძალიან ცოტა დააკლდა და ევროლიგის წლევანდელი გათამაშება "ჟალგირისთან" სტუმრად გამარჯვებით დაასრულა (77:71).

77-დან 32 ქულა მანუჩარის ანგარიშზე იყო, ხოლო 16 - შერმადინის. შეგიძლიათ თავად გამოთვალოთ, "კანტუს" დანარჩენმა ათმა კალათბურთელმა რამდენი ქულა ჩააგდო. მანუს სრული მონაგარი ასეთი იყო: 39 წუთი, 7-დან 4 ორქულიანი, 10-დან 5 სამქულიანი, 9-დან 9 საჯარიმო, 2 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა.

გიორგიმ 25 წუთში 8-
დან 3 ორქულიანი და 11-დან 10 საჯარიმო გამოიყენა, 8 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21 იყო, ხოლო მარკოიშვილისა - 35.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლომები ხართ ბიჭებო. მანუ ეს რა გიქნია ბოშო.ღარში როდის ჩამოხვალ
zako
11:28 01-03-2012
0

სიახლეები პოპულარული