ზაზა ფაჩულიამ ორმაგი დუბლი ინდიანაშიც შეასრულა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას მეხუთე ორმაგი დუბლი. "ატლანტა ჰოუქსის" ქართველმა ცენტრმა ერთ-ერთ კონკურენტ "ინდიანასთან" შეხვედრაში 12 ქულისა და 10 მოხსნის გაკეთება შეძლო.

ფაჩულიამ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და შვიდიდან ოთხი ორქულიანი გამოიყენა, ამასთან ოთხივე საჯარიმო უშეცდომოდ შეასრულა.

ქართველი კალათბურთელის ეფექტურმა თამაშმა მნიშვნელოვნად განაპირობა შეხვედრაში მასპინძელთა გამარჯვება. "ატლანტა ჰოუქსმა" მეტოქე 101:96 დაამარცხა და მოგებათა სერია სამ მატჩამდე გაზარდა.

მომდევნო შეხვედრაში "ატლანტა" აღმოსავლეთ დივიზიონის ერთ-ერთ ლიდერს, "მაიამი ჰიტს" 8 მარტს, გამთენიისას უმასპინძლებს. "ჰოუქსს" 23 გამარჯვების წილ 15 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6
ადგილზეა.

www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული