ზაზა ფაჩულიას მატჩის გმირობამდე ერთი სროლა დააკლდა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას გუნდმა სტუმრად დამატებით დროში, ერთი ქულით წააგო დასავლეთის ერთ-ერთ მძლავრ გუნდ "დენვერთან.

ქართველ ცენტრს შეეძლო, მატჩის გმირი გამხდარიყო, თუმცა მატჩის ყველაზე საპასუხისმგებლო ეპიზოდში ხელი მოეცარა. როცა დამატებითი დროის დასრულებამდე 3,5 წამი რჩებოდა, ფაჩულიამ მეტოქის საჯარიმოს ხაზთან ბურთი მიიღო. იგი ფარისკენ დაიძრა და თითქოს გამარჯვების ბურთიც უნდა ჩაეგდო, თუმცა იტალიელი დანილო გალინარის დაცვითმა ტაქტიკამ თავისი ქნა.

ზაზას ფარქვეშიდდან ნასროლი გამარჯვების ბურთი კალათში არ ჩაეშვა და შეხვედრაც დასრულდა - 118:117 "დენვერის" სასარგებლოდ.

ამ აცილებული ბურთის მიუხედავად, ფაჩულიაზე აუგს ვერავინ იტყვის.
ზაზამ დამაჯერებლად იმუშავა ფარქვეშ და ჯოშ სმიტთან ერთად მატჩში საუკეთესო - 13 მოხსნა მიითვალა. ამასთან ერთად 6 ქულა და 2 პასიც მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 8-ჯერ შეუტია დენვერელთა ფარს და 3-ჯერ მისმა ტყორცნამ მიზანს მიაღწია.

ამ წაგებით "ატლანტა" გაემიჯნა აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთეზე მყოფ "ინდიანას" და მეექვსე ადგილზე ჩამოქვეითდა. დასავლური ტურის ფარგლებში ატლანტელები მომდევნო შეხვედრას ლოს ანჯელესში - "კლიპერსთან", 15 მარტს გამართავენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული