თორნიკე შენგელიას გაბზარული ტერფის სამკურნალოდ სამი თვე დასჭირდა. მან ბელგიის ჩემპიონატში დეკემბრის შემდეგ პირველად ითამაშა.
20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა "შარლერუას" მაისურით "სტელა არტუასთან" მოედანზე 4 წუთი გაატარა და 2-2 მოხსნა-პასი მოაგროვა. მისმა გუნდმა სტუმრად 81:65 იმარჯვა.