ქართველი ბელგიაში - ჩატენვა, როგორც უკრაინასთან

AutoSharing Option
ვიდეო
4, 13, 14 წუთი... 0, 6, 8 ქულა... ასე იზრდება 20 წლის ქართველი თავდამსხმელის, თორნიკე შენგელიას მონაგარი ბოლო მატჩებში.

სამთვიანი შესვენების შემდეგ (ტერფის ძვალი ჰქონდა გაბზარული) თორნიკემ სწორედ სამი თამაში ჩაატარა და ფორმაშიც ნელ-ნელა შედის.

ბოლო ტურში შენგელიას "შარლერუამ" "გენტს" უმასპინძლა და საკადრისადაც გაუსწორდა - 68:50. თუმცა მატჩის დასაწყისი სტუმრებისა იყო: პირველი მეოთხედი "გენტმა" 16:10 მოიგო, რის შემდეგაც შარლერუელებმა მომდევნო 20 წუთში 43:20 იმარჯვეს...

მასპინძელთაგან 10 ქულას მხოლოდ ანდრე რიდიკი (15) ასც
და. თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, 14 წუთი ითამაშა და 8 ქულას (7-იდან 4 ორქულიანი) 4 მოხსნა მიამატა. მან ორით გააუმჯობესა წინა ტურში "აალსტართან" ნაჩვენები შედეგი.

სხვათა შორის, აალსტარელებთან მატჩის საუკეთესო ეპიზოდის მთავარი გმირი ქართველი ახალგაზრდა გახდა: ფარიდან ასხლეტილი ბურთისთვის შორიდან ახტა, ჰაერში დაეუფლა და ეფექტურად ჩატენა. დაახლოებით ისეთი მომენტი იყო, როგორიც ევრობასკეტზე უკრაინასთან მატჩში. სხვათა შორის, ეს ჩატენვა უკრაინულმა გამოცემა "ისპორტმა" ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ზემოდან გდებად აღიარა.

დავბრუნდეთ ბელგიაში, სადაც სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში დიდი სიმჭიდროვეა. "შარლერუას" 17 მოგება აქვს და პირველ ადგილზეა, ხოლო 16-16 გამარჯვების მქონე "ანტვერპენი" და "ოოსტენდე" მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ. მომდევნო ტურში (4 აპრილს) ეს ორი გუნდი ერთმანეთს ეთამაშება, შარლერუელები კი ისვენებენ. თორნიკეს გუნდი უახლოეს შეხვედრას 14 აპრილს ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული