მანუჩარ მარკოიშვილიცა და ვიქტორ სანიკიძეც თავიანთ გუნდებში საუკეთესონი იყვნენ, მაგრამ მხოლოდ ქართველების მონდომება გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
სანიკიძის "კანადიან სოლარი" ტრევიზოში "ბენეტონთან" 59:63 დამარცხდა, მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" კი მილანში "არმანისთან" შეხვედრა 64:72 დათმო.
სანიკიძე, ტრადიციულად, ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 34 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა: 10 ქულა, 10 მოხსნა და 1 ჩაჭრა. ქართველმა ფორვარდმა 6-იდან 3 ორქულიანი და 4-ივე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი სამჯერ
თავისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო მანუჩარ მარკოიშვილიც. მილანში "ემპორიო არმანისთან" მატჩში სტუმრებმა მხოლოდ პირველი მეოთხედი მოიგეს, შემდეგ კი მასპინძელთა უპირატესობა აშკარა გახლდათ და მათ საბოლოოდ 72:64 იმარჯვეს.
მანუჩარმა მოედანზე 34 წუთი დაჰყო და კანტუელთა მხრიდან საუკეთესო ეფექტურობის კოეფიციენტი (19) ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა 11-იდან 6 ორქულიანი, 3-იდან 2 სამქულიანი და 2-ივე საჯარიმო გამოიყენა და 20 ქულას 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა წაამატა.
მიუხედავად წაგებისა, "კანტუ" ცხრილში მაინც მეორე ადგილზე დარჩა. მარკოიშვილის გუნდს 18 მოგების წილ 10 მარცხი აქვს. წყალობით, კვლავაც მე-2 ადგილზე რჩება.
16 გამარჯვებით მე-6 ადგილზეა ნიკა მეტრეველის "სასარი", რომელმაც მორიგ ტურში "მონტეგრანაროს" 79:77 სძლია. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე მხოლოდ 1 წუთი გაატარა და შეტევაში ერთი მოხსნის განხორციელება მოასწრო. ქართული პასპორტის მქონე ამერიკელმა ქუინტონ ჰოსლიმ კი 36 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა.
მორიგ ტურში, 22 აპრილს, "კანადიან სოლარი" "კასერტას" უმასპინძლებს, "კანტუ" - "ვარეზეს", ხოლო ერთი დღით ადრე "სასარი" სტუმრად "სკავოლინის" გაეჯიბრება.
www.gbf.ge