ლაშა გამყრელიძეს გიზენში ვიზის გამო დაუგვიანდა

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგა 3 ოქტომბერს დაიწყება. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი ლაშა გამყრელიძე კი "გიზენში" ჩასვლას აგვიანებდა. ამის მიზეზი ვიზასთან დაკავშირებული პრობლემები იყო. ამან გერმანელები ცოტა ააღელვა, თუმცა გამყრელიძემ საბოლოოდ ყველა საბუთი მოაწესრიგა და გერმანიაში გაფრინდა. მის ჩასვლას იქაურ პრესაში ასეთი სათაურები მოჰყვა: "გიზენი" სრულად შეივსო", "გამყრელიძე უკვე გერმანიაშია"...

ლაშა გუნდთან ერთად ვარჯიშს უკვე შეუდგა და მწვრთნელის, ვლადიმირ ბოგოიევიჩის დადებითი შეფასებაც დაიმსახურა:
- ლაშა გამყრელიძემ ჩვენს გუნდს დაცვითი სიმტკიცე შესძინა. იგი აგრესიული მცველია და მეურვეზე დიდი ზეწოლის მოხდენა შეუძლია. მისი სისწრაფე შეტევისას ძალიან
დაგვეხმარება. ქართველ გამთამაშებელს მოედნის კარგი ხედვა აქვს და ვიმედოვნებ, რომ მასთან ერთად "გიზენის" შეტევები მრავალფეროვანი გახდება. მიუხედავად იმისა, რომ გამყრელიძე ახალგაზრდაა, გამოცდილება საკმარისად აქვს. იგი ლიდერის თვისებებითაც ხასიათდება.

გამყრელიძის ჩასვლამდე "გიზენმა" გერმანულ გრანდ "არტლანდთან" 58:74 დათმო. ბუნდესლიგის პირველ ტურში, 3 ოქტომბერს ლაშა გამყრელიძის გუნდი ბონის "ტელეკომს" უმასპინძლებს. მანამდე ქართველი გამთამაშებელი (რომელიც, სავარაუდოდ, სასტარტო ხუთეულში იქნება) ადაპტაციას საკონტროლო მატჩებში გაივლის. როგორც ყველგან, ლაშა "გიზენშიც" მე-4 ნომრის პოზიციაზე ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული