თორნიკე შენგელია "შარლერუას" მორიგი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "შარლერუამ" ბელგიის ჩემპიონატის მორიგ მატჩში სტუმრად "მონსი" 89:62 დაამარცხა.

ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და თავისი გუნდის წარმატებაში არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა.

შენგელიამ მოედანზე 22 წუთი დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში 5-იდან 2 ორქულიანი და 2-იდან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.

6 ქულასთან ერთად, შენგელიამ თავის გუნდში ყველაზე მეტი, 7 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მიითვალა. შარლერუელთაგან საუკეთესო ამერიკელი კრის ჰილი გახლდათ, რომელმაც თავი 18 ქულას მოუყარა.

შენგელიას გუნდს 20 მოგების წილ 8 მარცხი აქვს და პირველ
ადგილზე იმყოფება. მეორეადგილოსან "ანტვერპენს" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული - 19 მოგება, 8 წაგება. მომდევნო მატჩს შარლერუელები ხვალ, 27 აპრილს შინ "ოკაპისთან" გამართავენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული