ვიქტორ სანიკიძემ იტალიაში სენსაცია მოახდინა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატში სენსაცია დაფიქსირდა: სიენას "მონტეპასკიმ" შინ ბოლონიის "ვირტუსთან" წააგო.

სტუმართა გამარჯვების შემოქმედი ქართველი ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე იყო, რომელმაც 34 წუთში 16 ქულა, 15 მოხსნა, 3 დაფარება, 1 პასი მიითვალა და მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 34-ს გაუტოლდა.

გაზეთ "ილ რესტო დი კარლინოში" ვკითხულობთ: "ბოლონიელთა სენსაციურ გამარჯვებაში (78:69) სანიკიძემ ლომის წვლილი შეიტანა"...

მოიგო მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმაც", რომელსაც "მონტეგრანარო" ემსხვერპლა - 81:63. მანუმ 19 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა.

ნიკა მეტრეველის "სასარიმაც" 81 ქულა
ჩააგდო, "ვენეციას" კი 74 ქულა დაანება და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ქართველ თავდამსხმელს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავო სანი!
ესეც მაგათ.მახსოვს შარშანი ერთი სიენელი ამცირებდა სანიკიძის წვლილს.
temuri
11:01 03-05-2012
0

სიახლეები პოპულარული