ნიკა ცქიტიშვილის მეორე ფინალი

AutoSharing Option
დასავლეთ აზიის თასის გათამაშების მოგების შემდეგ ნიკოლოზ ცქიტიშვილის ირანული "მაჰრამი" მორიგ ფინალურ სერიაში ჩაერთვება.

ამჯერად - ირანის ჩემპიონატის ფინალში, სადაც მისი მეტოქე "პეტროჩიმისა" და მაჰანის" გამარჯვებული იქნება.

ნახევარფინალი "მაჰრამმა" 3:0 მოუგო "აზადს". მესამე შეხვედრაში ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მონაგარიც მსუყე ჰქონდა: 35 წუთში 20 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა. განსაკუთრებით ზუსტად სამქულიანები ისროლა - 5-იდან 4.

"ცქიტოს მეორე ფინალი"
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული