თორნიკე შენგელიას წითელი მატჩი ჰოლანდიაში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია ბელგიურ "პეპინსტერს" შეუერთდა და ახალ გუნდთან ერთად ორი საკონტროლო შეხვედრაც ჩაატარა.

თორნიკესთვის სადებიუტო "ლეიდენთან" დაპირისპირება გამოდგა, რომლითაც "პეპინსტერმა" ჰოლანდიური შეკრება გახსნა. მატჩი "ლეიდენის" გამარჯვებით დასრულდა – 88:71. შენგელიამ ახალ კლუბში ქართველთათვის ყველაზე სასურველი, 7-ნომრიანი მაისურა მოირგო, ხოლო ბელგიური ანგარიში 6 ქულით გახსნა. პეპინსტერელთა შორის ამერიკელი ფრიმენი გამოირჩა - 27 ქულა.

მეორე დღეს შენგელიას გუნდი ჰოლანდურ გრანდ "ეიფელ ტაუერსს" "დაეჭიდა". ბელგიელებმა ამჯერად დაცვაში უკეთ ითამაშეს, ჰოლანდიელებს 69-ზე მეტი ქულა არ ჩააგდებინეს, თუმცა შეტევაში ვერ ივარგეს -
69:59 "ეიფელის" სასარგებლოდ. 18 წლის შენგელიამ ამჯერად 5 ქულა ჩააგდო. "პეპინსტერის" სნაიპერი ამერიკელი ჯექსონი გახდა - 12 ქულა. შეხვედრის მიმოხილვაში აღნიშნულია ბელგიელთა წაგების მთავარი მიზეზი - 22 შეცდომა. მწვრთნელიც წუხს, ამდენი უზუსტობა დაუშვებელიაო... იმას კი არავინ ამბობს, რომ მატჩის მონაწილე ორივე გუნდს წითელი ფორმა ეცვა და მაისურები ერთმანეთისგან ოდენ წარწერებით გაირჩეოდა. ასეთი "ხილვადობის" პირობიბში 22 შეცდომა კიდევაც ცოტაა...

ბელგიის ჩემპიონატი 1 ოქტომბერს იწყება. მასში 9 გუნდი მონაწილეობს. რადგან პირველობაზე კლუბების კენტი რაოდენობაა, ყოველ ტურში ერთი დაისვენებს. ჩემპიონატის პირველი დღე სწორედ "პეპინსტერის" გარეშე ჩაივლის. მეორე ტურში, 9 ოქტომბერს თორნიკეს გუნდი ჩემპიონ "შარლერუას" დაუხვდება. შეგახსენებთ, რომ შენგელიას "შარლერუასთან" ორწლიანი კონტრაქტი აქვს და "პეპინსტერში" ერთ სეზონს იჯარის წესით ითამაშებს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული