ქართველი ცენტრის ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა, რამაც ზაზას უკვე მე-12 მატჩი გამოატოვებინა.
ატლანტელებმა სერიის ეს მატჩი დაძაბულ ბრძოლაში, 1 ქულით მოიგეს - 87:86. მთელი ძალით ათამაშდა ალ ჰორფორდი, რომელიც წინა მატჩისგან განსხვავებით, სასტარტო ხუთეულში იყო და თავისიანთაგან საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა - 19 ქულა, 11 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 3 პასი.
ატლანტელებმა ამ მატჩის მოგებით სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს - 2:3.
მომდევნო შეხვედრა 11 მაისს ბოსტონში
gbf.ge