გიორგი შერმადინი "მაკაბიში" ორი წლით

AutoSharing Option
გიორგი შერმადინი მომავალი სეზონიდან ევროპული კალათბურთის ერთ-ერთ გრანდ ისრაელის "მაკაბიში" ითამაშებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა და თელავივურმა კლუბმა შეთანხმებას მიაღწიეს და კონტრაქტი ძალაში მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე შევა.

შერმადინის კონტრაქტი ორწლიანი იქნება. ამ ინფორმაციას რამდენიმე იტალიური და ლიტვური საიტები ავრცელებენ. სულ პირველად კი შერმადინისა და "მაკაბის" შეთანხმების შესახებ ინფორმაცია იტალიურმა რადიოსადგურმა "რადიო 24"-მა გაავრცელა.

შერმადინმა გასული სეზონი იტალიურ "კანტუში" გაატარა და სერია "A"-ს ოლ სტარშიც მიიღო მონაწილეობა.

ქართველი ცენტრი ევროლიგაშიც გამორჩეული იყო. მისი საშუალო მონაგარი 10.9 ქულა და 5.5 მოხსნა გახლდათ,
იტალიის სერია A-ში კი - 9.0 ქულა და 5.2 მოხსნა.

აღსანიშნავია, რომ ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბენეტ კანტუ" "მაკაბის" ორჯერ დაუპირისპირდა და ქართველი ცენტრი ორივე შემთხვევაში გამორჩეული გახლდათ: საშინაო მატჩში 13 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა, ხოლო საგარეოში - 15 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მაგარი ამბავია... დევიდ ბლატის ხელში გიო, სულ ცოტა, ევროპის საუკეთესო "ცენტრად" შეიძლება ჩამოყალიბდეს...
vereli
15:55 14-05-2012
0

სიახლეები პოპულარული