ნიკამ შეუცვლელად ითამაშა და, მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, საუკეთესო იყო - 26. ახლა ვნახოთ, რატომ ჰქონდა ყველაზე მაღალი მქკ: 11-იდან 8 ორქულიანი, 6-იდან 1 სამიანი, 8-იდან 3 საჯარიმო ჩააგდო და 22 ქულას 8 მოხსნა, 2 დაფარება და თითო ჩაჭრა-პასი მიამატა.
ირანის ჩემპიონატის ფინალური სერია სამ მოგებამდეა. მომდევნო შეხვედრა 16 მაისს გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"