ორი ქართველი კალათბურთელის ოთხი გამარჯვება

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილმა და ვიქტორ სანიკიძემ გასულ უქმეებზე ტიტულები მოიგეს - მანუმ "კრაოლეს" ოთხთა ტურნირში გაიმარჯვა, ხოლო სანიკიძემ ჩერვიაში გამართულ შეჯიბრებაში იყოჩაღა.

მარკოიშვილის "კანტუმ" ნახევარფინალში მისი ყოფილი გუნდი "ბენეტონი" დაძაბულ ბრძოლაში 81:78 დაამარცხა. კანტუელთა ქართველმა მე-9 ნომერმა ზედიზედ მეორე მატჩში მოედანი 9 ქულით დატოვა.

მეორე ნახევარფინალში "რომამ" "მილანი" დაამარცხა და ფინალში "კანტუს" წინააღმდეგ თამაშის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში მანუს თანაგუნდელებმა შედარებით იოლად მოიგეს (78:61) და "სიტა დი კრაოლეს" თასს დაეუფლნენ.

იტალიის ჩემპიონატი 17 ოქტომბერს იწყება. პირველ ტურში ქართული დერბი შედგება -
"კანტუ" ბოლონიის "ვირტუსს" ესტუმრება.
ბოლონიელებმა "ჩერვიას" ტურნირის ნახევარფინალში "მონტეგრანაროს" წინააღმდეგობა იოლად დაძლიეს - 69:54. ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ 10 ქულა ჩააგდო. მეორე წყვილში "ბიელა" ნიკა მეტრეველის "კრაბსს" "დაეჭიდა" და მეორელიგელ მეტოქს 94:82 მოუგო. მეტრეველმა მატჩი უქულოდ დაასრულა.

მესამე ადგილისთვის მატჩში "მონტეგრანარომ" "კრაბსი" 63:56 დაამარცხა. ნიკა მეტრეველმა 2 ქულა ჩააგდო.

დაძაბული გამოდგა ფინალი, "ვირტუსს" "ბიელამ" ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მაინც ბოლონიელებს დარჩათ - 83:76.

ამ შეხვედრაში ვიქტორმა 3 ქულა ჩააგდო. ბულგარეთის ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი ჯარედ ჰოუმანი (ვირტუსი) კი მატჩის სნაიპერი გახდა - 18 ქულა მიითვალა. ჰოუმანმა "ვირტუსში" ესპანეთში დაბრუნებული მეფარე დიეგო ფახარდო შეცვალა.

იტალიის ჩემპიონატის დაწყებამდე ვიქტორ სანიკიძის თანაგუნდელებს გაცილებით საპასუხისმგებლო შეხვედრა ელით - 10 ოქტომბერს იტალიის სუპერთასისთვის "მონტეპასკის" დაუპირისპირდებიან.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული