ნიკა ცქიტიშვილი მამაა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდ ნიკა ცქიტიშვილს შვილი შეეძინა. პატარის დაბადებისას მამა ესპანეთში იყო და სასწრაფოდ საქართველოში გამოფრინდა. უამრავ მილოცვას ჩვენც ვუერთდებით.

ნიკას ეს სასიხარულო ამბავი რომ აცნობეს, მალე მისმა "ლაგუნ არომ" "ესტუდიანტესთან" ითამაშა. ჩვენებური მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, თუმცა ცოტა ითამაშა და უქულოდ გამოვიდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ იგი სამშობლოში გამოემგზავრა.

მის არყოფნაში "ლაგუნ არომ" ორი მატჩი ჩაატარა, ჯერ "ვალიადოლიდს" 71:65 აჯობა, შემდეგ სკიტას ყოფილ გუნდ "ფუენლაბრადას" 94:64 მოუგო.

არ გვითქვამს "ესტუდიანტესთან" მატჩის შედეგი. ეს შეხვედრა სტუდენტთა გამარჯვებით დასრულდა - 84:78. ნიკას
წინააღმდეგ ითამაშა საქართველოს ნაკრების ყოფილმა უკანახაზელმა ტაირონ ელისმა, რომელმაც 7 ქულა ჩააგდო.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული