სურათს თან სტატიაც ერთვის:
"გიორგი შერმადინმა "მაქაბისთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მალე სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის.
23 წლის, 216 სმ სიმაღლის ქართველი ცენტრი თელავიველთა ახალი სეზონის წინ პირველი შენაძენია.
აი, რას ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი დევიდ ბლატი:
- მოხარულები ვართ, რომ გიორგი ჩვენს გუნდში ჩაირიცხა. იგი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ცენტრია ევროპაში და დარწმუნებული ვარ, ჩვენს სისტემას კარგად მოერგება.
დიდი ხანია, შერმადინის თამაშს ვაკვირდები როგორც საკლუბო,
გიორგის პლუსი მხოლოდ სიმაღლე როდია; მოძრავი მეფარეა, ენერგიული და მშრომელი. იგი მოედანზე უკანახაზელივით დარბის, იბრძვის ყოველი მოხსნისა და ბურთისთვის, შეუძლია დაფარება.
ხაზი უნდა გაესვას შერმადინის შეტევით პოტენციალს: კარგია მეტოქის ფარზე მოხსნებისას, დაყენებული საშუალო ტყორცნა აქვს, მაღალი პროცენტული სიზუსტით ისვრის საჯარიმოებს."
აკი ვამბობდით, დევიდ ბლატმა კარგად იცის, ვისთან აფორმებს კონტრაქტსო.
დევიდი და გოლიათი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"