თორნიკე შენგელიამ საზაფხულო ლიგის მორიგ მატჩში 8 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიამ ორლანდოს საზაფხულო ლიგის მორიგი მატჩი დამაჯერებლად ითამაშა. "ბრუკლინ ნეთსი" ამჯერად "ბოსტონს" დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ თამაშის განმავლობაში 14 ქულით იგებდა, საბოლოოდ მაინც მარცხი განიცადა - 73:82.

შენგელიამ ამჯერად 14,20 წუთი ითამაშა და 8 ქულასთან ერთად 4 მოხსნა მოაგროვა. თორნიკემ ბოსტონელთა ფარს ორქულიანი ზონიდან 6-ჯერ შეუტია და 4 ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.

შენგელია სათადარიგო იყო და მოედანზე როცა იმყოფებოდა, "ნეთსს" უპირატესობა ჰქონდა. თორნიკე ამჯერადაც საუკეთესო იყო იმ კომპონენტში, რომლის მიხედვითაც მოთამაშის მოედანზე ყოფნისას ბურთების შეფარდება ითვლება.

შენგელიას
თამაშის პერიოდში "ნეთსმა" "ბოსტონი" 6 ქულით დაამარცხა, რაც ბრუკლინელთაგან საუკეთესო შედეგი გახლდათ, სტეფან დენისთან ერთად.

"ნეთსის" რიგებში 16 ქულით საუკეთესო ალ ტორნტონი გახლდათ, რომელსაც NBA-ში თამაშის ორწლიანი გამოცდილება აქვს და იმდენად კარგი კალათბურთელია, საზაფხულო ლიგაში რატომ გამოდის, ცოტა უცნაურია.

შენგელიას თანაგუნდელს, ქართული პასპორტის მქონე ტორინ გრინს კვლავ არ უთამაშია.

12 ივლისს, გამთენიისას, "ნეთსი" მორიგ მატჩს გამართავს. შენგელიას გუნდი "ოკლაჰომა სიტის" დაუპირისპირდება.

gbf.ge


ასევე იხილეთ:
ამერიკელი კომენტატორი: თორნიკე შენგელია ყველგანაა!
თორნიკე შენგელია: გული დამწყდება, ამერიკაში თუ ვერ დავრჩები
მკითხველის კომენტარები / 1 /
ორჯერ მიატენა, და ზანგები ფიზიკურად დაჯაბნა! ეს მინდოდა დამემატებინა....
Murto
13:29 11-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული