25 ივლისს კლუბის ვებ-საიტზე ერთ-ერთ მთავარ თემას ასეთი სათაური ჰქონდა: "თორნიკე შენგელიამ "ბრუკლინთან" კონტრაქტი გააფორმა". შემდეგ ვკითხულობთ:
"20 წლის ქართველ ფორვარდთან ხელშეკრულების გაფორმების ამბავი საზოგადოებას "ნეთსის" გენერალურმა მენეჯერმა ბილი კინგმა გააცნო.
- თოკომ საზაფხულო ლიგა შთამბეჭდავად ჩაატარა, რამაც მისი გუნდში აყვანა გადაგვაწყვეტინა.
ხელშეკრულების დეტალები არ ხმაურდება. შენგელია 2012 წლის დრაფტზე 54-ე ნომრად
იგი 2011 წელს საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გამოდიოდა (8.8 ქულა, 4.6 მოხსნა), გასული სეზონი კი ბელგიის "შარლერუაში" გაატარა. შიდა პირველობაზე საშუალოდ 18.4 წუთში 8.9 ქულასა და 5.2 მოხსნას აგროვებდა, ხოლო ევროლიგაზე 8.3 ქულასა და 4.3 მოხსნას.
თორნიკე შენგელიამ ივლისში ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე "ბრუკლინის" შემადგენლობაში ითამაშა. მისი მონაგარი ასეთი იყო: 21.2 წუთი, 10.2 ქულა, 3.6 მოხსნა."
ჩვენი მხრიდან შეგახსენებთ, რომ თორნიკემ "ნეთსთან" ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. იგი საქართველოს ნაკრებისთვის ამერიკაში ემზადებოდა, თუმცა 24 ივლისს ევროპაში გადმოფრინდა და ეროვნულ გუნდს ავსტრიის ქალაქ შტაინბურნში შეუერთდა.
კინგი: კემპმა გადაწყვიტა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ამერიკული გაზეთი: თორნიკე შენგელიას 54-ე ნომრად აყვანა შეცდომა იყო
"ბრუკლინის" თავკაცი: თორნიკე შენგელია შთამბეჭდავია, ენერგიული და მებრძოლი