ბექა წივწივაძე ისრაელისკენ

AutoSharing Option
 "აგრარული უნივერსიტეტის" კაპიტანი ბექა წივწივაძე კარიერის უცხოეთში გაგრძელებას აპირებს. იგი სადღეისოდ თბილისშია და ისრაელის ვიზას ელის.

- მაქვს ორი ვარიანტი: აშდოდის "მაქაბისა" და ნიჰარიას "ირონის". პირველი ისრაელის უმაღლეს ლიგაში თამაშობს, ხოლო "ირონი" - მეორე ლიგაში. თუმცა, კარიერას სად გავაგრძელებ, ჯერ არ გამირკვევია - გვითხრა გუშინ წივწივაძემ.

ცხადია, უკეთესია უმაღლეს ეშელონში თამაში, თუმცა ბექა ახალ გუნდს მხოლოდ ლიგით არ შეარჩევს...

- ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარია სათამაშო დრო, სადაც მეტს ვითამაშებ, იქ გადავალ. ზედალიგელი "მაქაბი" კარგი გუნდია, თუმცა არანაკლებია "ირონი", რომელიც უმაღლესი
ლიგიდან გასულ სეზონში გავარდა და ელიტაში დასაბრუნებლად ემზადება. გუნდში ახალი პრეზიდენტი მივიდა და შემადგენლობა გააძლიერა - ნიჰარიელთა რიგებში ოთხი ამერიკელი კალათბურთელია. საერთოდაც, წელმაგარი გუნდია.

ბექა წივწივაძის ისრაელში გამგზავრების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. იგი ვიზას ელის და მიღებისთანავე ისრაელისკენ გაფრინდება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული