ნიკა ცქიტიშვილი, თორნიკე შენგელია და ტორინ გრინი

AutoSharing Option
ევროპაში მორიგი საკონტროლო მატჩები ჩაატარეს საქართველოს ნაკრების წევრებმა. დღეს სამი ჩვენიანის მონაგარს გაგაცნობთ, ნიკა ცქიტიშვილის, თორნიკე შენგელიასი და ტორინ გრინის.

შენგელიას "პეპინსტერი" ახალი სეზონისთვის ჯერ ჰოლანდიაში ემზადებოდა, შემდეგ ბელგიაში დაბრუნდა, ახლა კი საფრანგეთს მიაშურა, "შალონმა" უმასპინძლა. თუმცა, ეს ის გუნდი არ არის, რომელშიც რამდენიმე წლის წინათ სერგო ათუაშვილი და დავით საყვარელიძე ირიცხებოდნენ. ისინი თამაშობდნენ "ელან შალონში", რომელიც ახლაც უმაღლეს ლიგაშია. ხოლო "შალონ რეიმსი" საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში ასპარეზობს. თორნიკე შენგელიას "პეპინსტერი" სწორედ "შალონ რეიმსს" ესტუმრა და 66:72 დამარცხდა.

ბელგიელთა რიგებში
საუკეთესო ფრიმანი იყო, რომელმაც 24 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. შენგელიამ ფარზე კარგად იმუშავა - 6 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.

***

ესპანეთში ერთმანეთს მიბაძეს ნიკა ცქიტიშვილმა და ტორინ გრინმა. ორივემ 2-2 ქულა ჩააგდო. ნიკას "ლაგუნ არომ" ბილბაოს "ბისკაიასთან" ვერაფერი გააწყო - 60:77.

მატჩის ბედი, ფაქტობრივად, ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც "ლაგუნ არომ" 5:20 დათმო.

თუ ბილბაოში ბასკური დერბი შედგა, ტორინ გრინმა კანარის კუნძულების დერბიში მიიღო მონაწილეობა. მისმა "გრან კანარიამ" "ტენერიფეს" 73:53 აჯობა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, გრინმა 2 ქულა ჩააგდო, ხოლო პასებში საუკეთესო იყო - 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული