ტუტობასკეტი: ვირტუსის ახალი ვარსკვლავი სანიკიძეა

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსმა" მორიგ საკონტროლო მატჩში მილანის "არმანის" უმასპინძლა და ეფექტური გამარჯვება მოიპოვა - 76:60.
გამოცემა "ტუტობასკეტში" შეხვედრის მიმოხილვა ასე იწყება: "ბოლონიელებმა იციან, რომ 10 ოქტომბერს იტალიის სუპერთასზე ძლიერი მეტოქე ელით - სიენას "მონტეპასკი". ამ მატჩისთვის "ვირტუსის" კალათბურთელები განსაკუთრებულად ემზადებიან, ცდილობენ, ყველა მატჩში აგრესიული კალათბურთი ითამაშონ და დაცვაში ნაკლები შეცდომა დაუშვან. სწორედ ასეთი შეხვედრა გამოუვიდათ ევროლიგის წარმომადგენელ "არმანისთან" - მეტოქე პირველივე ტაიმში გატეხეს. წლეულს "ვირტუსის" მთავარი ვარსკვლავი ვიქტორ სანიკიძეა, მასთან ერთად მილანელების ძლევაში დიდი წვლილი შეიტანეს უინსტონმა და კემპმა."

ბოლონიელთაგან
ყველაზე მეტი უინსტონმა ჩააგდო (13 ქულა), ვიცე-სნაიპერი სანიკიძე გახდა, რომელმაც 10 ქულას 4 მოხსნა მიამატა. ქართველი ფორვარდი მონაგარი შეტევისას ასეთი იყო: 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, ერთი საჯარიმო.

ზემოთ ნახსენებ ინტერნეტ-გაზეთში ვიქტორს ყველაზე მეტი, 7 ბალი აქვს (10-ქულიანი შეფასებით). გვერდით ასეთი განმარტებაა: "ქართველმა თავდამსხმელმა ბოლონიელთა თამაშს დიდი ენერგია შემატა. დაცვაში დამაჯერებელი იყო თავისი დაფარებებით. ნაყოფიერად გაისარჯა იყო შეტევისასაც - სანიკიძის ანგარიშზე მნიშვნელოვანი სამქულიანია. სადაც ბრძოლაა, "ვირტუსის" მე-13 ნომერიც იქაა".

როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული