მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრობით. პირველ მეოთხედში ლაშამ თითო სამქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, ბონელებმა კი ფავორიტის სტატუსი გაამართლეს - 26:15.
მეორე მეოთხედი სტუმრებმა საჯარიმოთი
ქართველმა გამთამაშებელმა ერთადერთი ორქულიანი მესამე პერიოდში ჩააგდო. ამ მეოთხედის ბოლოს მასპინძელთა სასარგებლოდ ტაბლოზე 55:52 ეწერა. ყველაფერი უნდა გადაწყვეტილიყო ბოლო რაუნდში, რომელიც თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. "გისენის" მოთამაშეებმა 3-ქულიანი სხვაობა ბოლო წუთამდე შეინარჩუნეს. საფინალო სირენამდე 58 წამით ადრე კი ლაშა გამყრელიძემ შორეული ტყორცნით სტუმრები საბოლოოდ გატეხა - 66:60. ერთ წუთში 6-ქულიანი სხვაობის განიავება სერიოზულ გუნდებს არ ეკადრებათ. "გისენმა" დაამტკიცა სწორედ ასეთი კოლექტივია.
ამ წარმატებით კალათბურთელებმაც გაიხარეს და ქომაგებმაც. არანაკლებ კმაყოფილი იყო "გისენის" თავკაცი ვლადიმირ ბოგოიევიჩი:
- საოცარი გრძნობა დამეუფლა - ახალგაზრდული ასაკისა და გამოუცდელობის მიუხედავად ბონის "ტელეკომი" დავამარცხეთ. წარმატების მთავარი მიზეზი დაცვაში კარგი თამაში და სწრაფი ტემპი იყო. ამ მოგების შემდეგ თვითრწმენა გაგვიორმაგდება.
ლაშას თანაგუნდელები მომდევნო მატჩს "ლუდვიგსბურგთან" სტუმრად, 8 ოქტომბერს ჩაატარებენ.