ჰოსლის "ხუვენტუდი" ელისის ყოფილ კლუბ "კახასოლს" ესტუმრა და 80:85 დათმო. ქუინტონმა ესპანეთის პირველობის საწყის ტურშიც დაამტკიცა, რომ კარგი კალათბურთელია - სევილიელებთან მატჩში 30 წუთში 13 ქულა (3-დან 3 სამქულიანი), 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. მან მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო.
ლაგუნ
ნიკას დარად "ლაგუნ აროს" დანარჩენმა კალათბურთელებმაც იბრძოლეს, მაგრამ პირველ პერიოდში ჩავარდნა მომდევნო 30 წუთში ვერ გამოასწორეს. "ფუენლაბრადამ" საშინაო კედლებში საწყისი მეოთხედი დამაჯერებლად ჩაატარა - 21:11 მოიგო. როგორც ესპანური გამოცემები წერენ, მას მერე მასპინძლებმა სან-სებასტიანელებს დაცვაში კარგი თამაშის წყალობით მხოლოდ 4 ქულით მიახლოვების საუალება მისცეს (39:43). საბოლოოდ 71:64 "ფუენლაბრადას" სასარგებლოდ.
მატჩის ბომბარდირობა ორმა კალათბურთელმა გაიყო: კრისტაფს ვალტერსმა ("ფუენლაბრადა") და ჯიმი ბარონმა ("ლაგუნ არო"). მათ ანგარიშზე 19-19 ქულაა.
ტორინ გრინის "გრან კანარია" კატალონიაში "ბარსელონას" ეწვია და შინ გაწბილებული გაბრუნდა - 58:83. ვერც გრინმა იყოჩაღა - 17 წუთში თითო ქულა-მოხსნა მოაგროვა. მან 2 ორქულიანი და 3 საჯარიმო სტყორცნა.