ერთ-ერთი ასეთი ტურნირი, სახელწოდებით "ჩიტა დი კაორლე" მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" მოიგო და ცნობილი იტალიელი კალათბურთელის, ენცო ლეფებრეს თასს დაეუფლა.
ორდღიან ტურნირშ 4 გუნდი მონაწილეობდა - მილანის "ემპორიო არმანი", "ვირტუს ბოლონია", "ნიუ იორკერ ფანტომსი" და "კანტუ".
მარკოიშვილის გუნდმა ნახევარფინალში ნიუიორკელები 89:79 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდი, რასაც 1 საჯარიმოც მიამატა და საბოლოოდ 7 ქულა დააგროვა. მატჩის ბომბარდირი ნიკოლას მაცარინო გახდა 20 ქულით.
ფინალურ მატჩში კანტუელები ვიქტორ სანიკიძის ყოფილ
ქართველმა უკანახაზელმა ამჯერად 12 ქულა მოინაგრა. მარკოიშვილმა 6-დან 3 ორქულიანი და 7-დან 2 სამიანი ჩააგდო. კანტუელთაგან საუკეთესო ჯერი სმიტმა მანუჩარზე 3-ით მეტი, 15 ქულა ჩააგდო.
სერია A 2 ოქტომბერს იწყება, რომლის პირველ ტურშიც კანტუელები "ვენეციას" დაუპირისპირდებიან.
gbf.ge