თორნიკე შენგელიამ სტრასბურთან ითამაშა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე სტარტი აიღო ბელგიის საკალათბურთო ჩემპიონატმა. ამ ლიგისადმი ქართველთა ინტერესი მას შემდეგ გაჩნდა, რაც "პეპინსტერში" საქართველოს ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია გადავიდა...

ბელგიელთა პირველობა ცხრაგუნდიანია, ამიტომ ყოველ ტურში ერთი კლუბი ისვენებს. პირველი ტური სწორედ შენგელიას "პეპინსტერმა" გამოტოვა. თუმცა, თორნიკეს თანაგუნდელებმა დრო უქმად არ დაკარგეს და ფრანგულ "სტრასბურთან" ამხანაგურად ითამაშეს. პირველი ტაიმი ფრანგების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 48:34. ასეთი ჩამორჩენის მიუხედავად ბელგიელებმა "ფარ-ხმალი" არ დაყარეს, მეორე ტაიმში თამაში შემოატრიალეს და ბოლო წუთებზე დაწინაურდნენ კიდეც. ქართველმა
ფორვარდმა გადამწყვეტ მომენტში ორი საჯარიმო გამოიყენა.
საბოლოოდ 79:76 "პეპინსტერის" სასარგებლოდ.

შენგელიამ გამარჯვებაში 10-ქულიანი წვლილი შეიტანა. ყველაზე მეტი ამერიკელმა ვოთერსმა მოაგროვა - 18 ქულა.
"პეპინსტერი" ბელგიის ჩემპიონატში 9 ოქტომბერს ჩაერთვება. იგი მოქმედ ჩემპიონ "შარლერუას" უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიას "შარლერუასთან" ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, "პეპინსტერში" იჯარის
წესით თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული