1998 წლის შემდეგ... ვლადიმერ ბოისა საქართველოში ითამაშებს

AutoSharing Option
"არმიას" კიდევ ერთი ამერიკელი კალათბურთელი რომ დაემატა, ამ გვერდზე წაიკითხავთ (იხილეთ აქ), აქ კი უფრო ახალი ტრანსფერის შესახებ მოგახსენებთ: არმიელთა რიგებში 2012-13 წლების სეზონში ვლადიმერ ბოისა ითამაშებს.

31 წლის ფორვარდი საქართველოდან 1998 წელს სლოვენიის "სლოვანში" გადავიდა, "ოლიმპიაში" ევროლიგის დონის კალათბურთელად ჩამოყალიბდა და 2007 წელს "მონტეპასკისთან" ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა.

გასულ სეზონში ვოვას გადაბირება თბილისის "ოლიმპს" სურდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.

მიმდინარე სეზონის დასაწყისში ბოისა სიენას "მონტეპასკისთან" ვარჯიშობდა და გუნდს ნაკრებებში მიმოფანტული კალათბურთელების არყოფნაში ამხანაგურ მატჩებში დაეხმარა.

ასე რომ, ვლადიმერ ბოისა
სათანადო კონდიციებშია და მისი გამოცდილება ევროჩელენჯზე მოასპარეზე "არმიას" ძალიან წაადგება.

შეგახსენებთ, რომ ამავე გუნდში ირიცხება მისი უმცროსი ძმა ანატოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული