ქართველი თავდამსხმელი მატჩში ყველაზე სასარგებლო იყო (მარგი ქმედების კოეფიციენტი 24-ს შეადგენდა), 26 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა და მეტოქეები აიძულა, მასთან ორთაბრძოლისას წესები ექვსჯერ დაერღვიათ.
ვიქტორმა ოთხივე ორქულიანი მიზანში მოარტყა, ხოლო 3 საჯარიმოდან 2 გამოიყენა.
გამოცემა "ბასკეტინსაიდის" მიმოხილვაში ვკითხულობთ: მატჩის ემ-ვი-პი (MVP) "მონტეპასკის" ახალწვეული სანიკიძე გახდაო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვიქტორ სანიკიძემ "სიენაში" დებიუტი 7 ქულით აღნიშნა