სერგო აუთაშვილს დებიუტში ”ჟალგირისი” ერგო

AutoSharing Option
224 სმ სიმაღლის ქართველმა ცენტრმა სერგო ათუაშვილმა (1985 წელსაა დაბადებული) ლიტვის წლევანდელ ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. მისმა "ნაგლისმა" პალანგაში ლიტვური გრანდი "ჟალგირისი" მიიღო და სენსაცია ვერ "გამოაცხო" - 59:101 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში 11-ნომრიანი მაისურით დაიწყო და 29 წუთი ითამაშა. დროის ამ მონაკვეთში სერგომ ნაყოფიერად იშრომა: 5 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.

ლიტვის ჩემპიონატის მეორე ტური შაბათს გაიმართება, თუმცა "ნაგლისი" ერთი დღით ადრე, 28-ში, სტუმრად "რუდუპისთან" ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული