ნახევარფინალში "ბუდიველნიკი" "კალევს" დაუპირისპირდა და 74:61 დაამარცხა.
უკრაინელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ. მან 15 ქულა, 4 ჩაჭრა და 4 პასი მოაგროვა.
მეორე ნახევარფინალში მასპინძელმა "სპარტაკმა" "ვენტსპილსი" დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
გადამწყვეტი შეხვედრა დრამატული გამოდგა, გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. მაშინ, როცა ყველა პეტერბურგელთა გამარჯვებაში დარწმუნდა, აინარს ბაგაცკისის გაწვრთნილმა გუნდმა თამაში სათავისოდ შემოატრიალა.
ასეც მოხდა, უკრაინელმა გორბენკომ ორივე ტყორცნა გამოიყენა. წინ მაინც "სპარტაკი" იყო - 75:74. მასპინძლებმა, იმის ნაცვლად, რომ ბურთი გაეთამაშებინათ ან ჯარიმების ტყორცნის უფლება მოეპოვებინათ, ბურთი უკრაინელებს ჩააბარეს, რომელთა ლიდერმა დილეინიმ საფინალო სირენასთან ერთად გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო - 76:75.
გადამწყვეტ მომენტში არაზუსტი პასი ლატვიელმა შტრელნიექსმა გააკეთა. ამის შესახებ ბაგაცკისმა იხუმრა - მატჩის ბოლოს შტრელნიეკსს ლატვიურად დავუძახე: ნაკრებში აღარ გამოგიძახებ-მეთქი.
რეალურად კი სპარტაკელები "ბუდიველნიკის" პრესინგში გაებნენ.
გიორგი ცინცაძემ 22 წუთში 2 პასი და 2 მოხსნა მოაგროვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"