სიენელებმა სტუმრად "რეჯო ემილია" 61:56 დაამარცხეს.
შეხვედრის მესამე პერიოდში მასპინძლებმა 7-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს (46:39), თუმცა სწორედ ამ დროს გამოფხიზლდნენ "მონტეპასკის" კალათბურთელები და 47:46-ით დაწინაურდნენ.
ამის შემდეგ კვლავ თანაბარი თამაში გაჩაღდა, რომელშიც შედარებით გამოცდილმა სიენელებმა იმარჯვეს.
ვიქტორ სანიკიძემ "მონტეპასკის" მაისურით თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 18 წუთში 4 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო) და 6 მოხსნა მოაგროვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"