ამიტომ იტალიის ჩემპიონატისთვის არ ეცალა და შიდა პირველობაზე მოგვიანებით ჩაერთო. სერია A-ში კანტუელებმა პირველი შეხვედრა 2 ოქტომბერს, ღამით ჩაატარეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
მათ "ვენეციას" უმასპინძლეს და პირველივე ტაიმში "ჩაძირეს" - 40:27 დაწინაურდნენ. როგორც წესი, ანდრეა ტრინკიერის გუნდი 13-15-ქულიან სხვაობას ხელიდან არ უშვებს. არც ამჯერად მომხდარა სენსაცია - "კანტუმ" მატჩი მშვიდად მიიყვანა ოცქულიან გამარჯვებამდე - 81:61.
მწვრთნელმა მანუჩ
"ვენეციასთან" მანუს მონაგარი ასეთი გახლდათ: 17 წუთი, 3 ქულა (3-დან 0 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი), 1 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა. მატჩის ბომბარდირი სტუმართა გუნდის ლიდერი იანგი გახდა - 19 ქულა. ხოლო "კანტუს" მაისურით ყველაზე მეტი, 14 ქულა ბრუკსმა ჩააგდო.
სადღეისოდ იტალიის ჩემპიონატში გუნდების უმეტესობას თითო მატჩი აქვს ჩატარებული. ორ თამაშში ამდენივე გამარჯვებით სატურნირო ცხრილს ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკი" ლიდერობს. იგი მომდევნო ტურს გამოტოვებს, რადგან "ბრინდისისთან" მატჩი უკვე ითამაშა.
"კანტუ" კი წინასწარ განსაზღვრული 6 ოქტომბრის ნაცვლად 7-ში ითამაშებს. მისი მეტოქე "რომა" იქნება. შეხვედრა იტალიის დედაქალაქში გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"