გიორგი შერმადინი სათადარიგო იყო და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა აშდოდელთა ფარს საშუალო დისტანციიდან 5-ჯერ შეუტია, სადანაც 3 ჩააგდო და საბოლოოდ 6 ქულა მოაგროვა.
შერმადინს მეტის ჩაგდებაც შეეძლო, თუმცა 2 საჯარიმო ააცილა. 6 ქულასთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა 7 მოხსნა (მეორე შედეგი გუნდში) და 1 ჩაჭრაც მიითვალა.
თელავიველთაგან საუკეთესო პოლონური
მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 28 შეადგინა, ხოლო ამ მაჩვენებლით შერმადინი (10) ლოგანისა და ნიკ მედლის (11) შემდეგ თანაგუნდელთაგან მესამე იყო.
ისრაელის ჩემპიონატი 14 ოქტომბერს იწყება და პირველივე ტურში ერთმანეთს გიორგი შერმადინის "მაკაბი" და საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრის, ჯეიკობ პულენის "იერუსალიმი" დაუპირისპირდებიან.
მანამდე კი, 11 ოქტომბერს, ევროლიგის პირველ ტურში თელავიველები მალაგაში "უნიკახას" შეხვდებიან.
gbf.ge