ვიქტორ სანიკიძემ "კლივლენდთან" 3-3 ქულა-მოხსნა მოაგროვა

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძის "სიენამ" ამერიკაში მორიგი საგამოფენო მატჩი გამართა. იტალიური გრანდი "სან ანტონიოსთან" დამარცხების შემდეგ კლივლენდში ჩავიდა და იქაურ "კავალერსს" შეხვდა.

სიენელებმა ეს შეხვედრა გაცილებით კარგად ჩაატარეს და საბოლოოდ ბრძოლაში - 85:91 წააგეს.

წინა მატჩისგან განსხვავებით, საკუთარი შესაძლებლობები კარგად ვერ წარმოაჩინა ვიქტორ სანიკიძემ.

ქართველი ფორვარდი ხუთეულში არ ყოფილა და მთლიანობაში 22,38 წუთი ითამაშა. ვიქტორმა 7 ცდიდან 1 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 2-დან 1 საჯარიმო მიაბა და საბოლოოდ 3 ქულას დასჯერდა. ამასთან ერთად, სანიკიძეს 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაც ჰქონდა.

სიენელთაგან
საუკეთესოები იყვნენ ბობი ბრაუნი (22 ქულა, 7 პასი) და მეტ ჯენინგი (21 ქულა), ხოლო "კლივლენდში" ქულები მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდა: სამუელსი - 14, სლოანი - 13, ტომპსონი - 12, უეიტერსი - 11, ირვინი და მაილსი - 10-10.

ამით "სიენამ" დაასრულა ამერიკული ტურნე და ევროპაში დაბრუნდა. 12 ოქტომბერს სანიკიძის გუნდი ევროლიგის გათამაშებაში ბერლინის "ალბასთან" დაპირისპირებით ჩაებმება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული