ზაზა ფაჩულიას ეფექტური პასი "ინდიანასთან"

AutoSharing Option
ვიდეო
ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოქსმა" "ინდიანასთან" სტუმრად ითამაშა და ოთხი ქულის სხვაობით დამარცხდა.

მწვრთნელმა ლარი დრიუმ ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გაამწესა და 30 წუთი ათამაშა.

შეხვედრის დასრულებას ზუსტად წამი აკლდა, რომ ფაჩულიამ მეექვსე ჯარიმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

მის მონაგარს ქვემოთაც შეხვდებით, აქ კი ერთ ეფექტურ მომენტზე გავამახვილებთ ყურადღებას: საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე მან ჰანსბურგს ჩაუჭრა და სახით საკუთარი კალათისკენ მდგომმა ბურთი თავსზემოდან მეტოქის საჯარიმოსკენ გაქცეულ ტოლივერს გადაუგდო. პასი ეფექტური გამოვიდა (იხილეთ ვიდეო).

"ატლანტა" 18 ოქტომბერს "ნიუ ორლეანს" უმასპინძლებს.

ინდიანა-ატლანტა 102:98
ზაზა ფაჩულია: 30 წუთი, 6 ქულა (7/2 ორქულიანი, 4/2 საჯარიმო), 7 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა, 1 შეცდომა, 6 ფოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული