ზაზა ფაჩულიას ისევ ტრავმა აქვს

AutoSharing Option
19 და 20 ოქტომბერს ამერიკაში ქართველთა გუნდებმა ითამაშეს. "ბრუკლინ ნეთსმა" "ფილადელფია სიქსერსს" უმასპინძლა და ათქულიანი სხვაობით დამარცხდა - 96:106.

მატჩში მონაწილეობა არ მიუღია 21 წლის ქართველ თორნიკე შენგელიას, რომელიც განაცხადში იყო, თუმცა მწვრთნელმა ეივერი ჯონსონმა მისი მოედანზე შეყვანა საჭიროდ არ ჩათვალა.

არასასიამოვნო იყო მიზეზი, რომლითაც ზაზა ფაჩულია "ატლანტა ჰოქსს" ვერ დაეხმარა. როგორც ატლანტური გაზეთები წერენ, "დალასთან" საშინაო შეხვედრაში ქართველმა ტრავმის გამო ვერ იასპარეზა.

მან კოჭის ტკივილი წინა მატჩში იგრძნო და მწვრთნელმა ზედმეტი გართულებების თავიდან ასარიდებლად 20 ოქტომბერს მოედანზე აღარ გაიყვანა.
ამავე მიზეზით შეხვედრა გამოტოვა "ჰოქსის" გამთამაშებელმა ჯეფ ტიგმა.

"ატლანტამ" დალასს" 110:94 აჯობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული