...მაგრამ მაინც გადაიდო. 23 ოქტომბერს ნიკამ იტალიიდან არასასიამოვნო ამბავი შეგვატყობინა:
"ნაპოლი" დაიშალა. გუნდი ჩემპიონატიდან უკვე მოხსნეს. კლუბის ხელმძღვანელობამ დღეს დილას დაგვიბარა, სიტუაციაში გაგვარკვია და ყველა კალათბურთელს დაემშვიდობა".
როგორც ხედავთ, ასეთები იტალიაშიც ხდება. ნეაპოლური გუნდი აქამდეც აღმოჩენილა მსგავს სიტუაციაში. არადა, იყო დრო, ევროლიგაზეც თამაშობდა.
ახლა საინტერესოა, რას აპირებს
მკითხველს შევახსენებთ, რომ ნეაპოლში ჩასვლამდე მეტრეველს "ბრეშა" ეპატიჟებოდა. როგორც ჩანს, ეს ვარიანტიც გამოირიცხა:
"ბრეშადან" წინადადება მართლაც იყო, მაგრამ ახლა გვიანაა, ამ გუნდში ჩემი ამპლუის კალათბურთელი უკვე აიყვანეს. დაველოდები მენეჯერს და ვიმედოვნებ, რომ მალე მიპოვის ისეთ გუნდს, რომელშიც სათამაშო დრო საკმარისად მექნება", - ესეც მეტრეველის სიტყვებია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"