გიორგი ცინცაძე არ აცილებს

AutoSharing Option
შაბათს ესტონური "კლასიკო" გაიმართა - ტალინის "კალევმა" "ტარტუ როკს" უმასპინძლა. როგორც ყოველთვის, ამ გუნდების დაპირისპირებები დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობს. ასე მოხდა ამჯერადაც - გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. წარმატებას კალეველებმა მიაღწიეს - 71:69.

"როკის" ქართველი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო. წინა მატჩის მსგავსად, მან ამჯერადაც ყველა ტყორცნა მიზანში მოარტყა - 4-დან 4 ორქულიანი გამოიყენა. "ბუს" ანგარიშზეა 8 ქულა, 3 პასი, 1 მოხსნა. მან 22 წუთი ითამაშა. ტარტუელთაგან 10 ქულას მხოლოდ ერთი კალათბურთელი ასცდა - ნიგერიელმა ეზიუკვუმ 13 ჩააგდო.

"როკი" ესტონეთის
ჩემპიონატის მომდევნო მატჩს დღეს, 11 ოქტომბერს ჩაატარებს - "ვალგას" მიიღებს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული