- ბოსნიელებთან არ ვითამაშებ, რაღაც პრობლემაა და დღეს ჩემი განაცხადში შეყვანა ვერ მოხერხდა, ისევე, როგორც ამერიკელი ლეგიონერების.
მართლაც, "ოლიმპიამ" "იგოკეასთან" გიორგი შერმადინის, კენი გრეგორის, კევინ პინკნის,
გიორგი შერმადინის დებიუტი გადაიდო. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მან "ოლიმპიაში" გადასვლა ერთი წლით დააგვიანა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შარშან მან "პანათინაიკოსის" მაისურით ევროლიგაზე რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარა (მაგალითად, "ხიმკის" 10 ქულა ჩაუგდო...), შესაბამისად, როცა "ოლიმპიას" მწვრთნელმა შერმადინის აყვანა გადაწყვიტა, მის თამაშებსაც გადახედავდა. ასე რომ, გიორგი სლოვენიაში ჩავიდა არა როგორც უცნობი ახალგაზრდა, არამედ როგორც "პანათინაიკოსში" გამოცდილი ცენტრი. ეს აუცილებლად აისახება ქართველისთვის ნაბოძებ სათამაშო დროზე. აკი თქვა მთავარმა მწვრთნელმა იურე ზვოდჩმა - შერმადინის დიდი იმედი გვაქვსო.
- აქ თბილად მიმიღეს და ვიცი, რასაც ელიან ჩემგან. ამიტომ ძალას არ დავიშურებ "ოლიმპიას" მწვრთნელებისა და გულშემატკივრების იმედების გასამართლებლად, - გვითხრა 216 სმ სიმაღლის ქართველმა ცენტრმა.
- როგორ მოეწყვე?
- გუნდში ყველაფერი წესრიგშია. კარგი მოთამაშეები არიან და არაფერი გამჭირვებია. ვლადიმერ ბოისაც აქაა. რაც შეეხება არასაკალათბურთო ამბებს, ბინასა და მანქანას მალე მომცემენ. ლიუბლიანა კარგი ქალაქია და ვფიქრობ, ნორმალურად მოვეწყობი.
- "პანათინაიკოსში" ოთხი ცენტრი იყავით. "ოლიმპიაში" ამ მხრივ რა მდგომარეობაა?
- საბერძნეთიდან სწორედ იმიტომ წამოვედი, რომ ბევრი მეფარე იყო და დროის ყველაზე თანაბრად გადანაწილება გაჭირდებოდა. "ოლიმპიაში" ცენტრის პოზიციაზე ჩემ გარდა ერთი ახალგაზრდა სლოვენიელია. ასევე ვარჯიშობენ აფრიკელი ანაგონიე და ამერიკელი პინკნი, თუმცა ორივე ლეგიონერი შედარებით ტანდაბალია და უფრო მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ირჯებიან.
- სლოვენიაში შენი გადასვლა ვლადიმერ სტეფანიამ დადებითად შეაფასა, სწორედ ისეთი გუნდია, როგორიც შერმადინს სჭირდებაო. მეორე ოლიმპიელმა ვლადიმერმა, ბოისამ რა გითხრა?
- გაუხარდა. ერთმანეთის გვერდით თამაში ორივეს ძალიან გვსურს, მაგრამ მოცდა მოგვიწევს - ბოისას მუხლის ტრავმა აქვს და დეკემბრის ბოლომდე ვერ ითამაშებს.
- "პანათინაიკოსის" თავკაცი ჟელკო ობრადოვიჩი როგორ შეგელია, რა გითხრა დამშვიდობებისას?
- მან მითხრა: შენთვის სჯობს, ამ სეზონში "ოლიმპიაში" გადახვიდე, სათამაშო პრაქტიკას შეიძენ. თან, "ოლიმპიას" მწვრთნელს კარგად ვიცნობ, მასთან ხშირი კონტაქტი მაქვს და შენს ამბებს ყოველთვის გამოვკითხავო. ბოლოს დაამატა: ერთი სეზონის შემდეგ საბერძნეთში აუცილებლად დაბრუნდები, "პანათინაიკოსი" შენი სახლიაო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"