გიორგი ცინცაძის თანაგუნდელებმა პირველივე პერიოდში 10-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს (28:18), დარჩენილ დროში სტაბილურად ითამაშეს და 96:79 გაიმარჯვეს.
ქართველი პლეიმეიქერი სასტარტო ხუთეულში იყო და ნაყოფიერადაც იშრომა. მის ანგარიშზე 20 წუთში 10 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 მოხსნაა. გიორგიმ 3-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა. კიეველებს ლეო ლაიონსი გაუძღვა, რომლის ანგარიშზე 20 ქულაა.
28 ოქტომბერს "ბუდიველნიკი" "დნიპრო-აზოტს" მიიღებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი