გიორგი შერმადინმა ევროლიგაზე 13 წუთში 11 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
ევროლიგის მორიგი ტურის შემდეგ სხვადასხვაგვარ ხასიათზე იყვნენ გიორგი შერმადინი და მანუჩარ მარკოიშვილი.

პირველის "მაქაბიმ" პოლონურ "პროკომს" უმასპინძლა და 93:62 გაანადგურა, ხოლო "კანტუმ" მადრიდში "რეალთან" 66:80 დათმო.

შერმადინი მატჩში მეორე ტაიმიდან ჩაერთო და 13 წუთში 11 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 7-დან 5 საჯარიმო), 5 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა.

მარკოიშვილმა 15 წუთში 5 ქულა და თითო მოხსნა-ჩაჭრა მიითვალა. მას მსოფლიოს გამორჩეული მსროლელის, რუდი ფერნანდესის მეურვეობა უწევდა.

2 ნოემბერს ევროლიგაზე ფრანგულ "შალონს" ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკი" უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული