ნიკა ცქიტიშვილი და ესპანური ამბები

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატში ნიკა ცქიტიშვილის "ლაგუნ არომ" მის ყოფილ გუნდ "კახასოლს" უმასპინძლა და დამაჯერებლად მოიგო - 73:60. შეხვედრის ბედი, ფაქტობრივად, პირველ ტაიმში გადაწყდა: საწყისი მეოთხედი მასპინძლებმა 20:10 მოიგეს, ხოლო დიდ შესვენებაზე რომ გავიდნენ, ტაბლოზე 40:26 ეწერა.

20 და 10 კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ: ნიკამ 20 წუთში 10 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. (8 ქულა მეორე ტაიმში ჩააგდო), 5-დან 2 სამქულიანისა და 3-დან 2 ორქულიანის რეალიზება მოახერხა.

ორი ტურის შემდეგ "ლაგუნ აროს" თითო მოგება-წაგება აქვს.

ასეთივე მაჩვენებელი აქვთ ტორინ გრინის "გრან კანარიას"
და ქუინტონ ჰოსლის "ხუვენტუდს", ხოლო ტაირონ ელისის "ესტუდიანტესს" ცხრილში 2 წაგება უწერია.

ბოლო ტურში "გრან კანარიამ" "სარაგოსას" (ამ კლუბში გრინი 2008-09 წლების სეზონში თამაშობდა) იოლად აჯობა - 83:61. ტორინი სასტარტო იყო, 19 წუთში 3 ქულა 6 პასი და 1 მოხსნა მოუგროვდა. მან მატჩი ხუთი ფოლის გამო ნაადრევად დაასრულა.

ჰოსლის "ხუვენტუდმა" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ "მენორკას" 91:73 აჯობა. ქუინტონმა 5 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი გაიფრმა.
ტაირონ ელისი და მისი "ესტუდიანტესი" ვალიადოლიდში ჩავიდნენ და ადგილობრივ "ბლანკორუედასთან" 66:79 დათმეს. ელისის ანგარიშზე 16 წუთში მხოლოდ თითო მოხსნა-პასი იყო.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული