ქართველმა ლეგიონერებმა ევროთასი წაგებით დაიწყეს

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძემა და ბექა ბურჯანაძემ ევროთასზე სადებიუტო მატჩები ჩაატარეს. პირველის "ბუდიველნიკი" სტუმრად ჩეხურ "ნიმბურკთან" დამარცხდა (78:91), ხოლო ბექას "კახასოლმა" სარდინიაში "დინამო სასარისთან" დათმო (84:87).

ცინცაძე ერთადერთი ბუდიველნიკელი იყო, რომელმაც ათქულიანი ზღვარი გადალახა: 25 წუთი, 14 ქულა (7-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, 8-დან 5 საჯარიმო), 3 მოხსნა, 2 პასი.

ბურჯანაძემ 12 წუთში 4 ქულა (3-დან 2 ორქულიანი), 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

ამავე შეჯიბრებაში ჩაერთო საქართველოს ნაკრების უკანახაზელი ჯეიკობ პულენი. მისმა "ჰაპოელმაც" წააგო ლიტვაში, პრიენაისთან, 72:85.

ჯეიკობმა 32 წუთში
13 ქულას 2 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მიამატა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული