ვიქტორ სანიკიძის "სიენამ" გერმანიაში 75:73 იმარჯვა

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძის გუნდი შინაურ და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულ სვლას განაგრძობს, თუმცა ქართველი ლეგიონერი შედარებით გაინერტულდა. "სიენამ" ევროლიგის მორიგ ტურში ბერლინში "ალბა" 75:73 დაამარცხა.

სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 9 წუთი გაატარა. მწვრთნელმა ქართველი ფორვარდი მე–6 წუთზე გამოცვალა, შემდეგ რამდენიმე წუთით მეორე ნახევარში შეუშვა და სულ ეს იყო.

სანიკიძემ 2 ორქულიანი ააცილა, მოედანი კი 0 ქულით და 2 მოხსნით დატოვა.

მატჩის ბედი ბოლო წამებზე გაირკვა. მთელი შეხვედრა თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. სიენელები უფრო ხშირად, თუმც მცირედით ლიდერობდნენ. ბოლოსწინა წუთზე მასპინძლები 3
ქულით - 73:70 დაწინაურდნენ.

კრიტიკულ სიტუაციაში ჩავარდნილი "სიენა" ტომას რესმა იხსნა, რომელმაც სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა.

ბოლო წუთზე აცილებული სროლების კასკადი მოეწყო. ალბელმა ნიჰად ჟედოვიჩმა სამქულიანი და ორიანი ააცილა. იგივე გააკეთა სიენელმა ბობი ბრაუნმაც, თუმცა სირენამდე რამდენიმე წამით ადრე იტალიურმა კლუბმა დაწინაურება მოახერხა - დანიელ ჰაკეტის ტყორცნამ სტუმრებს გამარჯვება მოუტანა.

სიენელთაგან საუკეთესო ამერიკელი ბობი ბრაუნი გახდა, რომელმაც თავი 20 ქულას და 6 პასს მოუყარა. 13 ქულა ჰქონდა ესტონელ კრისტიან კანგურს, ხოლო ჰაკეტმა პირად ანგარიშზე 12 ქულა ჩაიწერა.

მომდევნო ტურში სანიკიძის გუნდი შერმადინის "მაქაბის" უმასპინძლებს. შეხვედრა 23 ნოემბერს გაიმართება.

B ჯგუფი
მაქაბი 5 1 478 411 67
უნიკახა 5 1 467 451 16
სიენა 3 3 508 482 26
ალბა 2 4 443 450 -7
შალონი 2 4 457 489 -32
პროკომი 1 5 424 494 -70

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული