ნიკა ცქიტიშვილი და სერგო ათუაშვილი ირანში წარმატებით გამოვიდნენ

AutoSharing Option
ირანის ჩემპიონატში ნიკა ცქიტიშვილმა საკუთარი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა.

ბოლო ტურში ცქიტოს "მაჰანი" მის ყოფილ კლუბ "მაჰრამს" შეხვდა. შეგახსენებთ, რომ მაჰრამელებთან ერთად გასულ სეზონში ცქიტიშვილმა სპარსეთის ჩემპიონობა მოიპოვა.

პირველადგილოსნებთან "მაჰანის" შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და გამარჯვებული ბოლო წამზე გამოვლინდა. შეხვედრის ბედის გადაწყვეტა ნიკა ცქიტიშვილმა ითავა, რომელმაც ბოლო ტყორცნა ზუსტად შეასრულა და "მაჰანს" 66:64 მოაგებინა.

ქართველმა თავდამსხმელმა 30 წუთში 17 ქულა მიითვალა, 6-დან 4 ორქულიანი და 5-დან 2 სამიანი ჩააგდო, რასაც 3 საჯარიმო მიამატა.

წარმატებული მატჩი ჩაატარა სერგო ათუაშვილმაც, რომელიც ირანული
"ქეშმის" ღირსებას იცავს. 224 სმ სიმაღლის ქართველმა "სეპაჰანთან" სტუმრად გამართულ მატჩში მხოლოდ 10 წამი დაისვენა და ორმაგ დუბლს გამორჩა - 16 ქულა, 11 მოხსნა, 10-დან 7 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო - ასეთია სერგოს შეტევითი მაჩვენებელი.

რაც მთავარია, ათუაშვილის გარჯამ შედეგი გამოიღო და "ქეშმიმ" 89:83 გაიმარჯვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული