ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა - ზაზამ შეხვედრა 19 ქულით, 12 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ამ შთამბეჭდავი სტატისტიკის გასაფორმებლად ფაჩულიას 37 წუთი დასჭირდა.
როგორც ჩანს, ატლანტელთა მწვრთნელმა ოპტიმალურ ხუთეულს ჯერ ვერ მიაგნო და კვლავ როტაციას მიმართავს.
ლარი დრიუმ ფაჩულია ამჯერად ხუთეულში გაამწესა და ქართველმა ცენტრმაც NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო მეფარეების წინააღმდეგ შთამბეჭდავად ითამაშა. ალ ჰორფორდთან ერთად ზაზას ბლეიკ გრიფინისა და დეანდრე
ფაჩულიამ შესაშური სიზუსტე გამოიჩინა და 9 ცდიდან 7 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 7-დან 5 საჯარიმოც მოაყოლა და 19 ქულით ჯეფ ტიგთან ერთად ატლანტელთა ბომბარდირი გახდა.
ზემოხსენებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებთან ერთად ზაზას 1 ჩაჭრაც ჰქონდა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.
ჰორფორდმა, რომელიც ფაჩულიასთან ერთად სასტარტო ხუთეულში იყო, შეხვედრა 10 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა, ხოლო კიდევ ერთმა ლიდერმა ჯოშ სმიტმა პირად ანგარიშზე 17 ქულა ჩაიწერა. კლიპერსელთაგან საუკეთესო შედეგი ბლეიკ გრიფინმა აჩვენა - 22 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი.
შეხვედრის ბოლო მეოთხედი ატლანტელებმა 14 ქულის სხვაობით წააგეს, თუმცა გამარჯვება მაინც მათ დარჩათ, რადგან მეორე და მესამე პერიოდებში მეტოქეს, რომ იტყვიან, "გადაუარეს".
პირველი 12-წუთეულის 21:24 წაგების შემდეგ ატლანტელებმა თამაში გამოასწორეს და ლოსანჯელესურ კლუბს საქმე მალევე მოუთავეს. მე-2 და მე-3 მეოთხედები ფაჩულიას გუნდმა ჯამში 28 ქულით მოიგო და მეტოქე გვარიანად ჩამოიტოვა. საბოლოოდ მასპინძლებმა 11-ქულიანი გამარჯვება გაიფორმეს - 104:93.
ამ გამარჯვებამ ატლანტელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე აღაზევა. ფაჩულიას გუნდს 8 მოგება და 4 მარცხი აქვს. ჯორჯიელების წინ მხოლოდ "მაიამი" და "ნიუ იორკი" არიან. მომდევნო მატჩს ატლანტელები ისევ შინაურ არენაზე 28 ნოემბერს, "შარლოტის" წინააღმდეგ გამართავენ.
Video
ზაზა ფაჩულია კლიპერსთან მატჩში საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
ზაზა ფაჩულია კლიპერსთან მატჩში საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
gbf.ge