თორნიკე შენგელიას "ბრუკლინმა" ბოსტონში იჩხუბა [VIDEO]

AutoSharing Option
"ატლანტა" სტაბილურად იგებს, ზაზა ფაჩულია კი სასტარტოში ვერ დასტაბილურდა.

3 დღის წინ "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" გაბრწყინების (19 ქულა, 12 მოხსნა) შემდეგ მწვრთნელმა ქართველი ცენტრი სათადარიგოებში დააბრუნა.

ატლანტელებმა შეუპოვარი "შარლოტ ბობქეთსი" 3 ქულის სხვაობით - 94:91 დაამარცხეს, ფაჩულიამ კი მოედანზე 21 წუთი გაატარა.

ქართველმა ცენტრმა 7 ორქულიანიდან 2 ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი 3 ცდიდან 2 სროლა გამოიყენა.

6 ქულასთან ერთად ზაზამ 6 მოხსნაც მიითვალა. ატლანტელთა სასტარტო მეფარებმა - ალ ჰორფორდმა და ჯოშ სმიტმა ტყუპებივით შედეგი აჩვენეს: 17-17 ქულა, 6-6 პასი, 2-2
დაკარგვა და მცირე განსხვავება იყო მოხსნებში: 13 სმიტს, 11 - ჰორფორდს.

პირველი ტაიმის შემდეგ შარლოტელები 2 ქულით იგებდნენ, თუმცა მესამე პერიოდში 20:28 დამარცხდნენ და საბოლოოდ საქმის გამოსწორება ვეღარ მოახერხეს.

ატლანტაში საქმე დიად გუნდებს ვერ გამოუსწორებიათ და "შარლოტი" რას გახდებოდა. შესაბამისად, "ატლანტამ" მორიგი, ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა და აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერებში მხოლოდ "მაიამის" ჩამორჩება.

წარმატებულ სერიას აგრძელებს და მოგებ-წაგებათა "ატლანტას" დარი შეფარდება აქვს თორნიკე შენგელიას "ბრუკლინს", რომელმაც 29 ნოემბერს, გამთენიისას, უპრინციპულესი მატჩი მოიგო ბოსტონში - 95:83.

როგორც ჩანს, ბრუკლინელებმა შეთამაშება მოახერხეს და ნელ-ნელა, მართლაც საჩემპიონო გუნდად ყალიბდებიან.

ამ მატჩში მოხდა დიდი ჩხუბი, რომლის შემდეგაც 4 მოთამაშე - კევინ გარნეტი, რაჯან რონდო, კრის ჰამფრი და ჯერალდ უოლესი თამაშიდან გააგდეს.

გარნეტის წინააღმდეგ ჰამფრის უხეშ თამაშს რონდომ მუშტი-კრივით უპასუხა და ბრუკლინელთა ფარქვეშ ჯგუფური ჩხუბი გაჩაღდა.

VideoSportall.Ge
თორნიკე შენგელიას ბრუკლინმა ბოსტონში იჩხუბა


თორნიკე შენგელია კი ისევ არ ყოფილა განაცხადში. ქართველ ფორვარდს NBA-ს განვითარების ლიგაში სათამაშო პრაქტიკის მისაღებად დროებით გაშვებას უპირებენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
rati ნუ ორივე ლოს-ანჯელესი ხომაა და:D
0
ლეიკერსთან კი არ გაიბრწყინა, კლიპერსთან გაიბრწყინა ზაზამ :)
rati
15:22 29-11-2012
0

სიახლეები პოპულარული