ვიქტორ სანიკიძე ევროლიგაზე "უნიკახასთან" შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

AutoSharing Option
ევროლიგის მორიგ ტურში ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკიმ" მალაგის "უნიკახას" უმასპინძლა და 91:72 დაამარცხა.

ამ მოგებით იტალიელებმა ევროლიგის მეორე ეტაპზე (ტოპ-16) გასვლა გაინაღდეს. მათ დარჩენილ ორ ტურში ორივე შეხვედრაც რომ დათმონ, "შალონი" და "პროკომი" ვეღარ დაეწევიან.

"მონტეპასკის" 5 გამარჯვება აქვს, ხოლო მეხუთეადგილოსან "შალონს" - 2. ჯგუფიდან საუკეთესო ოთხეული გადის.

მატჩის იტალიელ კომენტატორებს ხშირად უწევდათ ქართული გვარის ხსენება, რადგან სანიკიძემ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. მეტსაც გეტყვით, თანაგუნდელთა შორის ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა - 19. მისი სრული მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 18 წუთი,
10 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 6 მოხსნა, 4 პასი.

სიენელებს დიდ წინააღმდეგობას უწევდა მეფარე ლუკა ზორიჩი, რომელმაც 29 ქულა მიითვალა. იგი საქართველოს ნაკრების მეტოქის, ხორვატიის ღირსებას იცავს. კიდევ ერთმა მომავალმა მოწინააღმდეგემ, სლოვენიელმა ზორან დრაგიჩმა 4 ქულა მოაგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული